ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲨᲠᲘᲤᲢᲘᲡ ᲐᲛᲝᲪᲜᲝᲑᲐ
ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲨᲠᲘᲤᲢᲘᲐ?
ჩააგდეთ ქართული ტექსტის სურათი. ინსტრუმენტი ამოიცნობს შრიფტს, განასხვავებს დამწერლობას და წაიკითხავს ტექსტს.
ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
- როგორ გავიგო, რა შრიფტია სურათზე?
- ატვირთეთ სკრინშოტი ან ფოტო, რომელზეც ქართული ტექსტის ერთი ან ორი ხაზია. შრიფტების მაძიებელი ასოებს 257 ქართულ შრიფტს ადარებს და ყველაზე ახლო შრიფტებს ქულებით გიჩვენებთ.
- რომელ შრიფტებს იცნობს?
- 257 ქართულ შრიფტს, მათ შორის BPG-ის ოჯახებს (Glaho, Arial, Excelsior, Algeti, Mrgvlovani, Irubaqidze), DejaVu Sans-ს და ბევრ სატიტულო შრიფტს. სია ყოველ ახალ წვრთნასთან ერთად იზრდება.
- ტექსტსაც კითხულობს?
- დიახ. კითხულობს ქართულ ტექსტს, რომ დააკოპიროთ, და განასხვავებს ოთხ დამწერლობას: მხედრულს, მთავრულს, ასომთავრულს და ნუსხურს.
- უფასოა? რა ემართება ჩემს სურათს?
- უფასოა. სურათი ანალიზდება და არ ინახება. ვინახავთ მხოლოდ მაშინ, როცა თავად გამოგვიგზავნით: როცა გვეუბნებით, რომ შედეგი სწორი ან არასწორი იყო, ინსტრუმენტის გასაწვრთნელად, ან ელფოსტით, როცა ინსტრუმენტი გათიშულია, შედეგის გამოსაგზავნად.
მოდელი: 257 ქართული შრიფტი · მხედრული, მთავრული, ასომთავრული, ნუსხური · წაკითხვა 52% → 73% სატიტულო შრიფტებზე